top of page

პროექტ NATURAL CURRICULUM-ის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Natural Curriculum გეგმის ინიციატივაში, ინოვაციურ პროექტში, რომელიც ეძღვნება გარე სათავგადასავლო განათლების (OAE) მეთოდოლოგიის მეთოდების დანერგვით ახალგაზრდული მუშაობისა და განათლების სფეროების პოპულარიზებასა და განვითარებას. ჩვენი მისიაა ინოვაციური გარე განათლების მეთოდების შექმნა, დანერგვა და მათი ხარისხის გაზრდა.

  • ახალგაზრდული მუშაობისა და განათლების ხარისხის ამაღლება გარე სათავგადასავლო განათლების (OAE)  მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პრაქტიკის ღრმად შესწავლით.    პროექტის მიზანია პარტნიორ ორგანიაციებსა და მათ კავშირებს მისცეს შესაძლებლობა გამოიყენოს ეს მეთოდები ადგილობრივ აქტივობებში. 

  • გაზარდოს გარე სათავგადასავლო განათლების (OAE) პოპულარობა საგანმანათლებლო სექტორსა და ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებში,  როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე.  

  • პროფესიულად გააძლიეროს ორგანიზაციის წევრები  გამოცდილებებისა თუ ინფორმაციის  ერთმანეთთან გაზიარებით, ტრენინგებით, სასწავლო ვიზიტებითა თუ საერთო სესიებით.

  • როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე გარე სათავგადასავლო განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებისთვის შეიქმნას ხარისხიანი საგანმანათლებლო შესაძლებლობები.

  • შეიქმნას  ინტელექტუალური მასალა, რომლის გამოყენება მოხდება პარტნიორი ორგანიზაციებისა და მათი პროფესიული ქსელების მიერ. ეს იქნება  წინაპირობა პროექტის მდგრადობისა და გრძელვადიანობისა. 

  • პროექტში ჩართვითა და მონაწილე ორგანიზაციების სამუშაო გამოცდილების გაზიარებით გააძლიეროს თანამშრომლობა  ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო და ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებსა და ინდივიდებს  შორის.

კონტაქტი

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს. დაგვიკავშირდით!

bottom of page